კომპანიის ძირითადი ორიენტირია კომპანიების ტექნიკური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა ელექტრონული კომერციის მიმართულებით.
ჩვენი მიზანია:
- ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას და დავიკავოთ მოწინავე პოზიციები ინტერნეტ გადახდებთან დაკავშირებულ ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაში
- მონაწილეობა მივიღოთ საბანკო პროგრამების წარმოებაში, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონულ და საბარათე ბიზნესთან
ძირითადი მომსახურების ჩამონათვალი:
- კვალიფიციური IT კონსულტაციის და რეკომენდაციების გაწევა
- ინტერნეტ მაღაზიის ბანკის ელექტრონულ გადახდის სისტემასთან მიერთების პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დაპროექტება და იმპლემენტაცია
- ხარისხიანი და უწყვეტი, ინტერნეტ მაღაზიაზე ორიენტირებული ვებ-ჰოსტინგით უზრუნველყოფა
- ინტერნეტ მაღაზიის ბანკის ელექტრონულ გადახდის სისტემასთან ინტეგრაციის შემდგომი მომსახურება
|
|
|